среда, 22 апреля 2015 г.

მე-9 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო რადგან,   მოვისმინეთ და შევაფასეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმ რჩევებისა თუ შენიშვნების მოსმენა რომლებიც შემდგომ მუშაობაში დაგვეხმარება. 
რაც შეეხება მთლიანად ტრენიგს ძალიან საინტერესოა მსმენელისთვის რადგან არის სწორად დაგეგმილი, გათვალისწინებულია ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი რაც აუცილებელია მსგავსი პროექტებით სწავლების დროს. 

დიდი მადლობა!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

понедельник, 20 апреля 2015 г.

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ გავეცანით გამოკითხვის შედგენის ტექნოლოგიას. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია ვიდეო გაკვეთილების შესახებ.


გამოკითხვა

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

пятница, 17 апреля 2015 г.

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრით სწავლების სხვადასხვა ტიპზე, პროექტის ფარგლებში როგორ შეიძლება სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, ასევე შევქმენით  შაბლონები რომელთა გამოყენებაც პროექტზე მუშაობისას ჩემი აზრით ძალიან  დაეხმარება მოსწავლეებს და მათი საშუალებით მოტივაციას ავუმაღლებთ ნაკლებად მოტივირებულ მოსწავლეებში. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე კერძოდ, შევავსეთ დიფერნცირების გრაფა.   ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო.  მადლობა!

среда, 15 апреля 2015 г.

მე-6 დღის რეფლესია

შევქმენით პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა დავამატეთ გაჯეტები. დღევანდელი დღეც ისეთივე პროდუქტიული იყო როგორც დანარჩენი დღეები. 

მე-3 დღის რეფლექსია

დავიწყეთ მუშაობა პროექტის დაგეგმვაზე. შევარჩიეთ შედეგები და ინდიკატორები აქედან გამომდინარე დავისახეთ მიზნები და შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე,  შევარჩიეთ საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტისთვის. დევანდელი ტრენინგის დახმარებით გავეცანი პროექტზე მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს, კერძოდ სწორად დაგეგმვას. 

სავარაუდო ნამუშევარი